ვიქტორ ორბანი მიიჩნევს, რომ ბრიუსელს უნგრეთში მთავრობის შეცვლა სურს
დავიცავთ საკუთარ თავს, ვიბრძოლებთ უნგრეთის სუვერენიტეტისა და უნგრელი ხალხის ინტერესებისთვის, – ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
უნგრეთის პრემიერის თქმით, ბრიუსელი ქვეყანაში ისეთი მთავრობის ჩანერგვაზე მუშაობს, რომელიც მის პოლიტიკას განახორციელებს.
„მათ სურთ, რომ ჩვენ, უნგრელები, ბრიუსელის მთავრობის მხარეს გადაგვიყვანონ, მაგრამ ეს ეწინააღმდეგება უნგრეთის ინტერესებს. თუ ამის გაკეთება კეთილი სიტყვებით არ მოხერხდება, პოლიტიკურ ბრძოლამდე მივალთ“, – განაცხადა ორბანმა
მისივე თქმით, ისეთი ლიდერები, როგორებიც არიან ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი, მანფრედ ვებერი, უნგრეთს მტრად მიიჩნევენ და არა პარტნიორად ან თუნდაც ოპონენტად, ამიტომ, ორბანის აზრით, მათ უნგრეთში მთავრობის შეცვლა სურთ.