ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების კიდევ ერთ მასშტაბურ პაკეტს გამოყოფს

დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე, აშშ უკრაინის სამხედრო დახმარების კიდევ ერთ მასშტაბურ სამხედრო პაკეტს აანონსებს, რომელიც 2025 წლის იანვარში შედგება.

The Guardian-ის ცნობით, ინფორმაცია ჯო ბაიდენის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელ ანდრეი ერმაკთან შეხვედრისას გაასაჯაროვა.

სალივანის თქმით, თეთრმა სახლმა ბოლო მომენტში შეიმუშავა უკრაინის დახმარების სტრატეგია, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბურ სანქციებს, სამხედრო და ფინანსურ დახმარებას მოიაზრებს. სალივანმა პირობა დადო, რომ იანვრის შუა რიცხვებამდე უკრაინას ასობით ათას დამატებით საარტილერიო ჭურვს, ათასობით რაკეტას და ასობით ჯავშანმანქანას მიაწვდიდა.

“ეს ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ რუსეთს გაურთულდეს სამხედრო მოქმედებების მხარდაჭერა და გააძლიეროს უკრაინის პოზიციები მოლაპარაკებების მაგიდასთან, რამაც შეიძლება საფუძველი ჩაუყაროს კონფლიქტის სამომავლო დარეგულირებას”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც გამოცემა წერს, აშშ-მა ქვეყანას აღუთქვა უკრაინელი სამხედრო პერსონალის მომზადებაში დახმარება უკრაინის ტერიტორიის გარეთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები