მოლდოვის პრემიერ-მინისტრი ენერგეტიკის სექტორში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ითხოვს

მოლდოვის პრემიერ-მინისტრი დორინ რეჩანი აცხადებს, რომ პარლამენტს ენერგეტიკის სექტორში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ინიციატივით მიმართავს.

მისი განმარტებით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება აუცილებელია.

„საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება აუცილებელია, რათა მოხდეს ენერგომომარაგების შეფერხების რისკების მართვა, სულ მცირე, ნაწილობრივ, რაც ასევე საშუალებას მისცემს მთავრობას, განახორციელოს გარკვეული ქმედებები, მათ შორის ენერგეტიკის სფეროში ექსპორტზე შეზღუდვების დაწესება“, – განაცხადა რეჩანმა.

მოლდოვა ყოველწლიურად დაახლოებით 2 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს იღებს რუსეთიდან უკრაინის გავლით, თუმცა კიევმა უკვე განაცხადა, რომ მომავალი წლიდან არ გააგრძელებს რუსეთთან გაზის ტრანზიტის შეთანხმებას.

მოლდოვაში მიიჩნევენ, რომ თუ კიევი ტრანზიტს შეაჩერებს, გაზის მიღებას ალტერნატიული გზებით შეძლებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები