სირიელმა მეამბოხეებმა ქალაქი ჰამა აიღეს

სირიელი მეამბოხეები აცხადებენ, რომ ალეპოს აღების შემდეგ, მეორე მნიშვნელოვან ქალაქზე, ჰამაზე სრული კონტროლი დააწესეს, – ინფორმაციას გამოცემა BBC ავრცელებს.

ისლამისტური დაჯგუფება ჰაიათ თაჰრირ ალ შამის ლიდერმა, აბუ მუჰამედ ალ-ჯავლანმა ქალაქში გამარჯვება გამოაცხადა და პირობა დადო, რომ შურისძიება არ იქნება.

სირიის სამთავრობო არმიამ მეამბოხეების მიერ ალეპოს აღების შემდეგ ჰამაში დამატებითი ძალები გაგზავნა, თუმცა რამდენიმე დღის მძიმე ბრძოლების შემდეგ, მეამბოხეებმა მთავრობის თავდაცვითი ხაზები გაარღვიეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები