გიორგი ვოლსკი: ათეულობით პოლიციელია დაშავებული, ვიხილეთ პარლამენტის დაწვის მცდელობაც – უშველებელი ფულადი რესურსია დახარჯული
“ქართული ოცნების” წევრი გიორგი ვოლსკი ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო
აქციებს გამოეხმაურა.
,,უშველებელი ფულადი რესურსია დახარჯული იმისთვის, რომ პიროტექნიკა გამოყენებულიყო იმ მიზნით, რაც ჩვენ ვიხილეთ.
ათეულობით პოლიციელია დაშავებული. არამარტო პიროტექნიკით, არამედ იმ შურდულებით, რაც საკმაოდ „ეფექტურად“ გამოიყენეს კონკრეტულმა ადამიანებმა. ვიხილეთ პარლამენტის დაწვის მცდელობაც“, – აღნიშნა ვოლსკიმ.