ავთანდილ კუნჭულია: მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი თუ შეძლებს დააბულინგოს და გამოაქვეყნოს იმ ადამიანების პერსონალური ინფორმაცია, რომლებიც საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად იცავენ სახელმწიფო ინსტიტუტებს
,,მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი თუ შეძლებს დააბულინგოს და გამოაქვეყნოს იმ ადამიანების პერსონალური ინფორმაცია, რომლებიც საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად იცავენ სახელმწიფო ინსტიტუტებს, სახელმწიფოს სუვერენიტეტსა და მშვიდობას”, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ აპარატის უფროსმა, ავთანდილ კუნჭულიამ სპეცრაზმელების სიების გასაჯაროებაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული ქმედებით ისინი რუსულ საქმეს აკეთებენ.
„მით უმეტეს, ვინ, თუა არა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძალიან კარგად იცის, რომ ეს ადამიანები მონაწილეობას იღებდნენ 2008 წლის აგვისტოს ომში. შესაბამისად პერსონალური ინფორმაციების გამოქვეყნებით პირდაპირ რუსულ საქმეს აკეთებენ“, – განაცხადა კუნჭულიამ.