გიორგი ვოლსკი: საზოგადოების იმ ნაწილმა, რომელიც დღეს კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ უჭერს მხარს, დასკვნები უნდა გააკეთოს ვისთან გვაქვს საქმე
,,გაიძარცვა სახელმწიფო, გაიძარცვა ჯარის ბიუჯეტი, რომელიც განსაკუთრებით მტკივნეული თემაა”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, გიორგი ვოლსკიმ ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის საქმეზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, არამხოლოდ მორალზე უნდა იმსჯელოს საზოგადოებამ, არამედ იმ რესურსის წყაროზე, რაც კონკრეტული პოლიტიკური მიზნებისთვის იხარჯება.
„საზოგადოების დიდმა ნაწილმა და განსაკუთრებით იმ ნაწილმა, რომელიც დღეს კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ უჭერს მხარს, დასკვნები უნდა გააკეთოს ვისთან გვაქვს საქმე. გაიძარცვა სახელმწიფო, გაიძარცვა ჯარის ბიუჯეტი, რომელიც განსაკუთრებით მტკივნეული თემაა. აქედან გამომდინარე არამხოლოდ მორალზე უნდა ვიმსჯელოთ, არამედ იმ რესურსის წყაროზე, რაც იხარჯება კონკრეტული პოლიტიკური მიზნებისთვის“, – აღნიშნა ვოლსკიმ.