მაკრონი თანამდებობიდან გადადგომას გამორიცხავს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მანდატის დასრულებამდე თანამდებობიდან გადადგომას გამორიცხავს.

„მანდატი, რომელიც თქვენ დემოკრატიულად მომეცი, არის ხუთწლიანი და მე მას სრულად გამოვიყენებ დასრულებამდე.

ჩემი პასუხისმგებლობა მოითხოვს სახელმწიფოს უწყვეტობის უზრუნველყოფას, ჩვენი ინსტიტუტების გამართულ ფუნქციონირებას, ქვეყნის დამოუკიდებლობას და ყველა თქვენგანის დაცვას“, – აღნიშნა საფრანგეთის მეთაურმა.

შეგახსენებთ, რომ ფრანგული გამოცემა Le Point-ის დაკვეთით ორგანიზაცია Cluster17-ის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის მიხედვით, საფრანგეთის მოსახლეობის 54% სურს, რომ პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დაკავებული თანამდებობა დატოვოს და რიგგარეშე არჩევნები 2025 წელს ჩატარდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები