აშშ-ში 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
აშშ-ის გეოლოგიური მონიტორინგის სამსახურის ცნობით, ჩრდილოეთ კალიფორნიაში 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.
მიწისძვრის ეპიცენტრი ჰუმბოლდტის ოლქში, ფერნდეილის მახლობლად მდებარეობდა.
ამასთან, ცუნამის შესახებ გაფრთხილება გამოიცა კალიფორნიისა და ორეგონის სანაპირო რაიონებისთვის, სან-ფრანცისკოს ჩათვლით.