ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოქალაქეებს სირიის დატოვებისკენ მოუწოდა
ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სირიაში სამხედრო-პოლიტიკური სიტუაციის მკვეთრი გაუარესების გამო ბელარუსის მოქალაქეებმა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ ეს ქვეყანა.
„სირიის არაბთა რესპუბლიკაში სამხედრო-პოლიტიკური ვითარების მკვეთრ გამწვავებასთან დაკავშირებით, ყურადღებას ვაქცევთ ბელარუსის რესპუბლიკის მოქალაქეების სირიაში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციის აქტუალობას. ბელარუსის მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ ან ამჟამად იმყოფებიან სირიაში, ვურჩევთ დაუყოვნებლივ დატოვონ ქვეყანა“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
ამასთან, ბელარუსის საგარეო უწყებაში ხაზგასმით აღნიშნავენ, აუცილებელია პირადი უსაფრთხოების წესების დაცვა, ადგილობრივი ხელისუფლების რეკომენდაციების მკაცრად დაცვა და ასევე, სირიაში ბელარუს დიპლომატებთან კონტაქტის შენარჩუნება.