ნიდერლანდები ევროკავშირს მოუწოდებს, რომ საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულებები შეაჩეროს
ნიდერლანდები ევროკავშირს მოუწოდებს, რომ საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულებები შეაჩეროს, – ამის შესახებ განცხადებას ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი, კასპარ ველდკამპი ავრცელებს.
როგორც მინისტრი სოციალურ ქსელში წერს, დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობა და პოლიტიკოსების დაკავება მიუღებელია.
„საქართველოში დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობა და პოლიტიკოსების დაკავება მიუღებელია. ამიტომ, ნიდერლანდები ევროკავშირს მოუწოდებს, საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულებები შეაჩეროს. კარგია, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ინდივიდუალური შესვლის აკრძალვები უკვე შემოიღეს“, – აცხადებს კასპარ ველდკამპი.