მდინარაძე – ოპოზიციაზე: ქართული საზოგადოება გახლიჩეს, დაყვეს

“ქართული საზოგადოება გახლიჩეს, დაყვეს”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე, ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

„ხალხს მოვუწოდებ, მათ მხარეს მყოფებს, თორემ, ჩვენი ამომრჩევლები მშვენივრად ხვდებიან ყველაფერს და ღირსეულად იქცევიან, რომ გვიჯერებენ, არაფერს შვრებიან – იმხელა ემოციაა დაგროვილი მათში, ვერ წარმოიდგენთ, მაგრამ მათ მომხრეებსაც მივმართავ – კიდევ ვერ ხვდებით, რაშია საქმე?! კიდევ გგონიათ, რომ მაგალითად, გახარია „ნაცი“ არ არის; მაგალითად, ამ ხალხს ევროპა აინტერესებს?! იმას რომ იხვეწებიან, ვიღაცამ ან სანქცია დაუწესოს, ან ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე ვინმემ საუბარი დაიწყოს, რომ იქნებ, ამით რაიმე მოვახერხოთო; წერილებსა და ე.წ. დანოესებს რომ აგზავნიან ბრიუსელში, ეს ხალხია სამშობლოს მოყვარული?! ვინც ყველა ეტაპი გაიარა, მათ შორის დიდი გაჭირვებით – ამ ყველაფრის აღიარება სჯობია, დიდი შრომით, წვალებით, ბრძოლით და კანდიდატი ქვეყანა ვართ, ხომ არ გავიწყდებათ! საქართველო არის კანდიდატი ქვეყანა და კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველა კრიტერიუმით პირველ ადგილზე მყოფი! მოლდოვას არ ეუბნებიან არაფერს, კორუფციაში იხრჩობა და რომ ჩახვალ, 90-იანი წლების ან საბჭოთა დროს რომ საქართველო იყო ზუსტად იმ მდგომარეობაშია – დსთ-ს წევრია, მას აქებენ ადიდებენ, საქართველოს კი ლანძღავენ“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები