ოთხი ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანება: გათავისუფლდეს აქციების დროს დაკავებული ყველა უკანონო პატიმარი და მათ მიმართ შეწყდეს ყველა საქმე
ოთხი ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანება მორიგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში ისინი მოითხოვენ, გათავისუფლდნენ აქციაზე დაკავებული პირები და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები.
„2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური პარტიები.
კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვაფიქსირებთ იმ მოთხოვნებს ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომელთა შესრულებაც აუცილებელია კრიზისიდან გამოსასვლელად:
დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს აქციების დროს დაკავებული ყველა უკანონო, პოლიტიკური პატიმარი და მათ მიმართ შეწყდეს ყველა საქმე;
დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს ახალი, დამოუკიდებელი საარჩევნო ადმინისტრაცია და ჩატარდება სამართალდამცავი უწყებების პოლიტიკური ნეიტრალობის პირობებში!
საქართველოს, ჩვენი თავისუფლების გამარჯვება გარდაუვალია“, – აღნიშნულია განცხადებაში.