გოგა ხაინდრავა დასანქცირებაზე: ასეთ ვითარებაში, ეს ღირსების ორდენის ტოლფასია

“როდესაც ასეთ ბრძოლაში მონაწილეობ და ასეთ გადაწყვეტილებებს (სანქციები) აქვს ადგილი, ეს ნიშნავს, რომ შენი წვლილი ამ საქმეში არის მნიშვნელოვანი”, – ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ დასანქცირებასთან დაკავშირებით, რადიო „იმედის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული ღირსების ორდენის ტოლფასია.

“ქართული სახელმწიფო შედგა, ქართული საზოგადოება შედგა და ამის ნათელი მაგალითია, რომ მთელი პორნოლიბერალური პოლიტიკური სამყარო არის შეტევაზე გადმოსული ჩვენს ქვეყანაზე და ვუგებთ. ჩვენ პოლიტიკური დიდგორი მოვუგეთ და გუშინდელი დღე ამის უკანასკნელი დასტურია, რომ ეს ომი დამთავრდა ჩვენი აბსოლუტური გამარჯვებით.

როდესაც ასეთ ბრძოლაში მონაწილეობ და ასეთ გადაწყვეტილებებს (სანქციები) აქვს ადგილი, ეს ნიშნავს, რომ შენი წვლილი ამ საქმეში არის მნიშვნელოვანი. ასეთ ვითარებაში ეს (სანქცია) ღირსების ორდენის ტოლფასია. დამიფასდა ის რასაც ვაკეთებ და რაშიც ვმონაწილეობდი, ეს არის საქართველოს დემოკრატიისა და სუვერენიტეტის დაცვა“, – აღნიშნა გოგა ხაინდრავამ.

ცნობისთვის, უკრაინამ სანქციები დაუწესა ბიძინა ივანიშვილს და კიდევ 18 პირს, რომელთა შორის არიან: კახა კალაძე, ირაკლი კობახიძე, გრიგოლ ლილუაშვილი, ვახტანგ გომელაური, მამუკა მდინარაძე, ირაკლი ქარსელაძე და გიორგი ხაინდრავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები