გერმანიის თავდაცვის მინისტრი: რუსეთი ბალტიის ზღვაში სამხედრო დაჯგუფებას აძლიერებს

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ რუსეთი ბალტიის ზღვაში, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, თავის სამხედრო დაჯგუფებას აძლიერებს.

პისტორიუსის თქმით, მნიშვნელოვნად გაიზარდა რუსეთის საზღვაო ძალების და სამოქალაქო გემების ყოფნა ბალტიის ზღვაში. ასევე, ჩინეთის ფლოტიც აქ იმყოფება ხოლმე.

„ეს ადასტურებს ბალტიის ზღვის სტრატეგიულ მნიშვნელობას ბევრისთვის, განსაკუთრებით რუსეთისა და ჩინეთისთვის, მათ შორის სანქციების გვერდის ავლით. რუსეთმა ნაცნობი პროვოკაციული ქცევა არაერთხელ გამოავლინა,” – თქვა პისტორიუსმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები