ანრი ოხანაშვილი – სპეცრაზმელების სიის გამოქვეყნებაზე: ყველა საკითხზე ადეკვატური, სამართლებრივი რეაგირება გვექნება

სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ, სპეცრაზმელების სახელებისა და გვარების გასაჯაროებას, რომლებიც აქციის მონაწილეთა დარბევასა და დაკავებებში მონაწილეობენ, იუსტიციის მინისტრი ანრი ოხანაშვილი გამოეხმაურა.

მისი თქმით, ყველაფერს სამართლებრივი რეაგირება ექნება.

“ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული მორიგი ნაბიჯი, ამ რადიკალური ჯგუფების მხრიდან. ჩვენ არ გვიკვირს, როგორ შეიძლება ჩვენ ეს გაგვიკვირდეს, იმ გმირი ბიჭებისა და თანამშრომლების სახელებისა და გვარების გასაჯაროება, რომლებიც 2008 წლის ომში იბრძოდნენ. შემთხვევითიც არ არის და არც დამთხვევაა, როცა დღეს აგვისტოს ომამდე ქართული ჯარის გაძარცვაზე ვსაუბრობთ, ამ ხალხისთვის, ქართველი ჯარისკაცი, საქართველოს ინტერესი და ქვეყნის ღირსება არაფერს არ ნიშნავს. ესენი არიან კოლექტიური რადიკალები, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, მათ შორის ერთ-ერთი მათი ლიდერის დავით კეზერაშვილის თამადობით, რომელიც ქართული ჯარის გაძარცვაშია მხილებული.

ეს ხალხი მაქსიმალურ რადიკალიზაციას აგრძელებს და ამას გმირი კონკრეტული მებრძოლი პირების წინააღმდეგ აკეთებს. ჩვენ ყველა საკითხზე ადეკვატური, სამართლებრივი რეაგირება გვექნება. ეს არის დაუშვებელი და ეს სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული მორიგი ნაბიჯია“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები