“ჩვენი საზოგადოება უკვე მიეჩვია იმას, თუ როგორ მოქმედებს აქაური აგენტურა თავისი გარე პატრონების დახმარებით” – წილოსანი

“ჩვენი საზოგადოება უკვე მიეჩვია იმას, თუ როგორ მოქმედებს აქაური აგენტურა თავისი გარე პატრონების დახმარებით”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

მან ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგებლებისთვის დაწესებული სანქციები შეაფასა.

“ახლაც, როდესაც სურთ, რომ აქციების მუხტი და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა რამით გაამყარონ, თავისთავად ითხოვდნენ გარე პატრონებისგან გარკვეულ დახმარებას. გარე პატრონებმა, ზელენსკის მიერ გამოცხადებული მცირე საჩუქრით, საკმაოდ გაუგებარი სანქციებით სცადეს მათი დაკმაყოფილება. აღნიშნული სანქციები და ის სია, რომელთა მიმართაც ეს სანქციები გამოიცა, იმდენად გაუგებარი და აბსურდულია, რომ საზოგადოების თითოეული წევრი მიხვდება, რა პირად პოლიტიკურ ინტერესს აკმაყოფილებს. რეალურად ვერ შეასრულებს იმ დატვირთვას, რისთვისაც ის იყო გამოცხადებული”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები