რობერტ სტურუა: რუსთაველის ეროვნული თეატრი არის ხელოვნების ტაძარი და ის არცერთ პოლიტიკურ ძალას არ ემხრობა
“რამდენიც არ უნდა იდავონ პოლიტიკურმა ძალებმა, რუსთაველის ეროვნული თეატრი უნდა დარჩეს როგორც ერის ტაძარი, ერის სულის სიწმინდის მატარებელი”, – ამის შესახებ რუსთაველის ეროვნული თეატრის დასის ხელმძღვანელმა, რობერტ სტურუამ განაცხადა.
მისივე თქმით, რუსთაველის ეროვნული თეატრი არცერთ პოლიტიკურ ძალას არ ემხრობა.
„რუსთაველის ეროვნული თეატრი არის ხელოვნების ტაძარი და ის არცერთ პოლიტიკურ ძალას არ ემხრობა, მისი მოვალეობაა არ ჩაერიოს პოლიტიკაში. რამდენიც არ უნდა იდავონ პოლიტიკურმა ძალებმა, რუსთაველის ეროვნული თეატრი უნდა დარჩეს, როგორც ერის ტაძარი, ერის სულის სიწმინდის მატარებელი,“ – წერია სტურუას განცხადებაში, რომელიც რუსთაველის ეროვნული თეატრის „ფეისბუქ“ გვერდზე გამოქვეყნდა.