“ქართულმა სახელმწიფომ „ნაციონალურ მოძრაობას“ სტრასბურგის სასამართლოში ყველა საქმე მოუგო” – იონათამიშვილი

“ქართულმა სახელმწიფომ „ნაციონალურ მოძრაობას“ სტრასბურგის სასამართლოში ყველა საქმე მოუგო”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

„მათ შორის არის კეზერაშვილი, რომელიც საქართველოში ქართულ ჯარს ძარცვავდა. მათ შორის ყველაზე დრამატულია ის, რომ ამას 2008 წელს სჩადიოდა. სტრასბურგის სასამართლომაც დაადასტურა, რომ მის მიმართა არანაირ პოლიტიკურ დევნას არ ჰქონია ადგილი და ის საერთაშორისო დამნაშავეა. ვინც ამ დამნაშავეს ან ხელს აფარებს, ან მისი ქურდულად მოპარული თანხით იკვებება, იმ დანაშაულის თანამოზიარეა, რომელიც მან ქართული სახელმწიფოსა და ჯარის წინააღმდეგ ჩაიდინა. ეს ადამიანები მორალური პედესტალიდან საუბარს ცდილობენ მაშინ, როცა თავად მოკავშირეები არიან ქართული ჯარის ძარცვის კეზერაშვილთან ერთად“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, ანრი ოხანაშვილმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სტრასბურგმა დაადასტურა კეზერაშვილის მიერ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა და აღიარა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენის კანონიერება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები