იონათამიშვილი – ზელენსკის სანქციებზე: ეს პასუხია მხოლოდ იმაზე, რომ საქართველოში მშვიდობაა და ქვეყანა მეორე ფრონტად არ იქცა

“დემოკრატია არაფერ შუაშია, ეს სანქციები პასუხია მხოლოდ იმაზე, რომ საქართველოში მშვიდობაა და ქვეყანა მეორე ფრონტად არ იქცა”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

დეპუტატი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის დაწესებულ სანქციებს გამოეხმაურა.

„ჩვენ ბოლომდე მშვიდობას დავიცავთ. რა საკვირველია, ეს აქტი პოლიტიკურ კურიოზებში შევა. როგორც ჩანს, სიაში ინფრასტრუქტურის მინისტრი იმიტომ არის, რომ ბოლო წლებში ინფრასტრუქტურა კარგად მოეწყო და ისტორიული მასშტაბის პროექტები განხორციელდა“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები