“სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ დავით კეზერაშვილის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დევნას ადგილი არ ჰქონია” – ანრი ოხანაშვილი
“სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, დადასტურდა, რომ დავით კეზერაშვილმა თავდაცვის მინისტრობის დროს 2008 წლის აგვისტოს ომამდე სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაფლანგა ქართული ჯარისთვის განკუთვნილი დიდი ოდენობით თანხა, 5 მილიონ 60 ათასი ევრო”, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ასევე, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ კეზერაშვილის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დევნას ადგილი არ ჰქონია.
„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, დადასტურდა, რომ დავით კეზერაშვილმა თავდაცვის მინისტრობის დროს 2008 წლის აგვისტოს ომამდე, მცირე ხნით ადრე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაფლანგა ქართული ჯარისთვის განკუთვნილი დიდი ოდენობით თანხა, 5 მილიონ 60 ათასი ევრო, რაც დღევანდელი კურსით შეადგენს დაახლოებით 15 მილიონ ლარს. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ დავით კეზერაშვილის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დევნას ადგილი არ ჰქონია”, – განაცხადა ოხანაშვილმა.