უკრაინელი ჟურნალისტი: არმია სისხლისგან იცლება; ზელენსკიმ უკრაინის დაცვისთვის განკუთვნილი ფული მოიპარა, რამაც მრავალი ადამიანი იმსხვერპლა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის დაცვისთვის განკუთვნილი ფული მოიპარა, რის გამოც ქვეყნის ბევრი დამცველი სასიკვდილოდ გაწირა, – წერს უკრაინელი ჟურნალისტი, იური ბუტუსოვი Facebook-ში.
“ზელენსკიმ ფაქტობრივად უკრაინის დაცვისთვის განკუთვნილი ფული მოიპარა და ამით მრავალი დამცველი სასიკვდილოდ გაწირა, იმიტომ რომ ის დარწმუნებულია, რომ ქრთამისა და პოლიტტექნოლოგიების წყალობით მას მშვიდობიანი მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა და თანამდებობის შენარჩუნება შეეძლება. ამიტომაც ზელენსკი არაფერზე, გარდა სკამისა და ძალაუფლებისა არ ფიქრობს”, – დაწერა მან.
“მთავარსარდალმა ზელენსკიმ მილიარდობით გრივნა საკუთარ წინასაარჩევნო კამპანიაზე დახარჯა. ათასობით გრივნა ამომრჩეველს დაურიგა, რაც ამომრჩევლის მოსყიდვაა, ამ ფულით ახალი და არაფრის მთქმელი ერთიანობის სამინისტროს შექმნა, მან გაფუჭებული ნაღმებისა და ჭურვების აფერა მოიგონა. ის ჰყვება, რომ უკრაინას ეროვნული ერთობა და სტაბილურობა სჭირდება, მაგრამ ფულს მხოლოდ პიარში ხარჯავს”, – აღნიშნავს ჟურნალისტი.
მისი თქმით, ახლა ომში ახალი ბრიგადები ერთვება, მაგრამ სახელმწიფო მათ ვერც დრონებით, ვერც რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემებით და ვერც სხვა საჭირო ტექნიკით ამარაგებს.
“არმია სისხლისგან იცლება, ასეულობით ბრიგადა და ბატალიონი სოციალურ ქსელში მოქალაქეებს მიმართავს და სთხოვს იყიდონ მათთვის დრონები, ანტენები, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებები, ჯავშანჟილეტები, პიკაპები, კვადროციკლები”, – დასძინა ბუტუსოვმა.
წყარო: imedinews