სამხრეთ კორეის პოლიციამ პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოძიება აჯანყების მუხლით დაიწყო

სამხრეთ კორეის პოლიციამ პრეზიდენტ იუნ სუკ იოლის მიერ საომარი მდგომარეობის გამოცხადების გამო, გამოძიება შესაძლო აჯანყებასთან დაკავშირებით დაიწყო, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციამ შეიტანა საჩივარი პრეზიდენტისა და ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებში მონაწილე სხვა საკვანძო ფიგურების წინააღმდეგ.

BBC-ი წერს, რომ აჯანყება არის დანაშაული, რომელიც პრეზიდენტის იმუნიტეტს აღემატება და შეიძლება, სიკვდილით დასჯაც გაითვალისწინოს.

შეგახსენებთ, სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, იუნ სუკ იოლმა ორი დღის წინ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და მიზეზად „კონსტიტუციური წესრიგისა და ჩრდილოეთ კორეის კომუნისტური ძალების საფრთხისგან დაცვა“ დაასახელა. საომარი მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელი პოლიციამ დაბლოკა, სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. მთავრობამ რამდენიმე საათის შემდეგ საომარი მდგომარეობა გააუქმა. ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პარტია პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები