გორდულაძე – ოპოზიციაზე: ეს ადამიანები ყოველთვის ცდილობენ, დავალებები შეასრულონ და დავალებების შესაბამისად იმოქმედონ

“ეს ადამიანები ყოველთვის ცდილობენ, დავალებები შეასრულონ და დავალებების შესაბამისად იმოქმედონ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, არჩილ გორდულაძემ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

“ეს ადამიანები ქართველ ხალხს არ ელაპარაკებიან, პირიქით, ქართველი ხალხი სძულთ და ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ ყოველთვის. ახლაც იმას ამბობენ, რომ სანქციები არის გამოსავალი. თურმე, ქართველი ხალხი რომ ამ ჯაშუშებს გვერდით არ უდგას და ჩვენი ქვეყნის ამოტრიალებას რომ მხარს არ უჭერს, ამიტომ ქართველი ხალხი უნდა დაისაჯოს და ეს ჰგონიათ მათ წარმატების ერთადერთ მიზანი. რა უნდა ვილაპარაკოთ იმ ადამიანებზე, რომელიც დეკლარირებული ჯაშუშები არიან და ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ მოქმედებენ. ერთი რამ უნდა ვუთხრათ; როგორც არ გამოუვიდათ “ნაცმაიდანი” და ჩვენი ქვეყნის ამოტრიალება, ისე ვერ გამოუვათ არც სხვა მათი ბნელი აზრი”, – განაცხადა გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები