თურქეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მეორე მიწისძვრა დაფიქსირდა. ბიძგების სიმძლავრემ 3.5 მაგნიტუდა შეადგინა.
თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი გაზიფაშას რაიონის სანაპიროსთან, ანტალიაში, 21 კილომეტრის სიღრმეზე იყო.
ასევე, გუშინ, რეგიონში 4,6 მაგნიტუდის მიწისძვრა დააფიქსირეს.