აშშ-ის მომავალი ელჩი ახლო აღმოსავლეთში ცდილობს, ტრამპის ინაუგურაციამდე ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმებას ხელი შეუწყოს

დონალდ ტრამპის მომავალი ელჩი ახლო აღმოსავლეთში, სტივ ვიტკოფი კატარსა და ისრაელში გაემგზავრა, რათა ხელი შეუწყოს აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დიპლომატიურ ძალისხმევას ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ იქამდე, ვიდრე 20 იანვარს თანამდებობას დაიკავებს,- ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ვიტკოფი ცალ-ცალკე შეხვდა კატარის პრემიერ-მინისტრს, შეიხ მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-ტანის და ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს.

გამოცემის ცნობით, შეხვედრებმა აჩვენა, რომ კატარი კვლავ აღადგენს თავის როლს შუამავლის სახით საერთაშორისო მოლაპარაკებებში.

“როიტერის” წყაროს თანახმად, ორივე მხარე შეთანხმდა, რომ აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტა ღაზის სექტორში ტრამპის ინაუგურაციამდე, რათა ახალმა ადმინისტრაციამ შეძლოს სხვა საკითხებზე მუშაობა, მათ შორის, ღაზის სექტორისა და რეგიონის სტაბილიზაციაზე.

ვიტკოფი ისრაელელი მძევლების ოჯახებსაც შეხვდა და მათ გეგმის შესახებ ესაუბრა.

ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ღაზის სექტორში მძევლებს მის ინაუგურაციამდე არ გაათავისუფლებენ, ამისთვის ჯოჯოხეთურ საფასურს გადაიხდიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები