დავით მათიკაშვილი: ყველა მოძალადის ქმედება სახელმწიფოს ყურადღების მიღმა არ დარჩება და ადეკვატურად გაეცემა ყველას პასუხი
,,ქართული ოცნების” წევრი დავით მათიკაშვილი ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს აფასებს.
მისი თქმით, ყველა მოძალადეს პასუხი გაეცემა.
„მოტყუებული ნაწილი ადამიანების და ვანდალები, მოძალადეები, რომლებიც წინ დგანან, ესვრიან პიროტექნიკას, მოლოტოვის კოქტეილებს, ქვებს, რკინას პოლიციელებს, პარლამენტის შენობას, ამტვრევენ ინვენტარს და ინფრასტრუქტურას, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში დიდი რუდუნებით იყო შექმნილი.
ამიტომ ყველა მოძალადის ქმედება სახელმწიფოს ყურადღების მიღმა არ დარჩება და ადეკვატურად გაეცემა ყველას პასუხი”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.