დავით მათიკაშვილი: დღეს მცდელობა იმისა, რომ ძალადობრივად ხელისუფლება შეიცვალოს, არის აშკარა
,,დღეს მცდელობა იმისა, რომ ძალადობრივად ხელისუფლება შეიცვალოს, არის აშკარა”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ძალადობას, როგორც სისხლის სამართლებრივად, ასევე ადმინისტრაციულ სამართლებრივად, ძალოვანი სტრუქტურები პასუხს გასცემენ.
,,კიდევ ერთხელ დარწმუნდა საზოგადოება რადიკალური ოპოზიციის ტყუილში, რომ თითქოს რაღაც სპონტანურად მოხდა და განხორციელდა საქართველოში. ცხადია, არის ინფორმაცია, რომ ეს ყველაფერი დიდი ხანია, მზადდებოდა კონკრეტული თარიღისთვის და დღეს მცდელობა იმის, რომ ძალადობრივად ხელისუფლება შეიცვალოს, არის აშკარა, არის აშკარად გამოხატული ძალადობა და ამ ძალადობას, რა თქმა უნდა, როგორც სისხლის სამართლებრივად, ასევე ადმინისტრაციულ სამართლებრივად, ძალოვანი სტრუქტურები პასუხს გასცემენ”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.