რა ვითარებაა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე – ბოლო ცნობები რუსთაველის გამზირიდან

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გრძელდება.

ამ დროისთვის, მომიტინგეები თავიანთ პროტესტს მშვიდობიანი გზით გამოხატავენ.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის მოშორებით პიროტექნიკა რამდენჯერმე გაისროლეს.

მომიტინგეების ნაწილი პირველ კლასიკურ გიმნაზიასთან დგას, ნაწილი კი პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე რჩება.

რაც შეეხება აქციის მონაწილეთა ძირითად ნაწილს, ისინი სასტუმრო „თბილისი მარიოტიდან“ ოპერისა და ბალეტის თეატრს შორის არსებულ ტერიტორიაზე იმყოფებიან.

ადგილზე მობილიზებული არიან საპოლიციო ძალები და წყლის ჭავლის მანქანები.

შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მოქალაქეების პროტესტი მთავრობის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები