მაიკ ჯონსონის განცხადებით, უკრაინისთვის 24 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ ბაიდენის თხოვნას კენჭისყრაზე არ დააყენებენ

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, მაიკ ჯონსონის განცხადებით, წარმომადგენელთა პალატის კენჭისყრაზე უკრაინისთვის დამატებით 24 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფის შესახებ თეთრი სახლის ლიდერის ჯო ბაიდენის თხოვნას არ დააყენებენ. ამის შესახებ ჯონსონმა ბრიფინგზე განაცხადა.

კითხვაზე, დააყენებენ თუ არა ბაიდენის მოთხოვნას კენჭისყრაზე, ჯონსონმა თქვა, რომ არა.

„უკრაინაში მუდმივად ხდება ცვლილებები და როგორც ყველას გითხარით არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, თუ დონალდ ტრამპი არჩევნებში გაიმარჯვებს, ეს შეცვლის რუსეთის ომის დინამიკას უკრაინის წინააღმდეგ.

ამიტომ, ჯო ბაიდენზე არ არის დამოკიდებული შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება. ახლა ჩვენ გვყავს არჩეული პრეზიდენტი და ვაპირებთ დაველოდოთ და მივიღოთ ახალი მთავარსარდლის მითითებები ამ ყველაფერთან დაკავშირებით“, – აღნიშნა სპიკერმა.

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ბაიდენმა  კონგრესს უკრაინის დასახმარებლად დამატებით 24 მილიარდი დოლარის გამოყოფის თხოვნით მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები