პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცრაზმი გამოჩნდა
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე სპეცდანიშნულების რაზმი გამოჩნდა.
ამ დროისთვის, ადგილზე განთავსებულია წყლის ჭავლის მანქანებიც.
რუსთაველის გამზირი უკვე თითქმის სამი საათია გადაკეტილია და საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
ამასთან, საპოლიციო ძალები იმყოფებიან „თავისუფლების მოედანზეც“.