მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანთან“ ხმაური იყო – პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა
მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანთან“ ხმაური იყო.
აქციის მონაწილეების თქმით, სამართალდამცველები მეტროდან ამოსულ მოქალაქეების ჩხრეკდნენ.
როგორც პოლიციის წარმომადგენლები მედიასთან საუბარში აცხადებენ, ისინი მოქალაქეთა ზედაპირულ დათვალიერებას ახდენენ, რის უფლებასაც მათ „პოლიციის შესახებ“ კანონი აძლევთ.
ამასთან, სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს.
მათი დაკავების პროცესში მოქალაქეები სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ, რასაც ხმაური მოჰყვა.