ლიეტუვის პრეზიდენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა
ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ ახალი მთავრობა პრემიერ-მინისტრ გინტაუტას პალუცკასის ხელმძღვანელობით დაამტკიცა,- ინფორმაციას ლიეტუვის მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა ლიეტუვის სოციალ-დემოკრატიული პარტიის (LSDP) და დემოკრატთა კავშირის „ლიეტუვისთვის“ მიერ შემოთავაზებულ ყველა მინისტრობის კანდიდატს.
ახალი მინისტრები ფიცს, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში დადებენ, მაშინ, როდესაც სამთავრობო პროგრამა დამტკიცდება.
შეგახსენებთ, ლიეტუვაში ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. მასში „სოციალ-დემოკრატიულმა“ პარტიამ გაიმარჯვა. მას სეიმში 52 მანდატი ერგო. „სოციალ-დემოკრატიულმა“ პარტიამ სხვა პოლიტიკურ გაერთიანებებთან ერთად მმართველი კოალიცია ჩამოაყალიბა და 86 მანდატიანი საპარლამენტო უმრავლესობა შექმნა.