ედიშერ გვენეტაძე: ვითომ პოლიტიკოსები და მათ მიერ მართული ურდოები ანუ ყველა ის სუბიექტი, ვინც თავს აფარებს პოლიტიკას, სინამდვილეში, აგერ უკვე 6 დღეა აღა მაჰმად ხანივით აოხრებენ და წვავენ თბილისს
„ვითომ პოლიტიკოსები გვარამია, მელია, ნაცები, ხაზარაძე და მათ მიერ მართული ურდოები ანუ ყველა ის სუბიექტი, ვინც თავს აფარებს პოლიტიკას, სინამდვილეში კი აგერ უკვე 6 დღეა აღა მაჰმად ხანივით და მასზე ბევრად უარესად აოხრებენ და წვავენ თბილისს”,- ამის შესახებ ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში წერს.
“მოუწოდებენ და ქუჩაში გამოჰყავთ სკოლის მოსწავლეები, რითაც უმძიმესი პროცესებისათვის სწირავენ ბავშვებს, სავსებით სამართლიანად იმსახურებენ საზოგადოებისაგან იზოლაციას და იმ ადგილზე გამწესებას, რომელსაც ჩვენი წინაპრები ეძახდნენ, რაც არაერთხელ მითქვამს “ვირის აბანოს”, – წერს ედიშერ გვენეტაძე.