“ხალხისთვის პირველი არხის დაბრუნება უნდა მოხდეს, არა ასე მისვლით და მერე უკან წამოსვლით, არამედ მისი აღებით” – თეა თუთბერიძე
“ხალხისთვის პირველი არხის დაბრუნება უნდა მოხდეს, არა ასე მისვლით და მერე უკან წამოსვლით, არამედ მისი აღებით”, – ამის შესახებ ოპოზიციონერი თეა თუთბერიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ამის არგაკეთება სტრატეგიული შეცდომაა.
„მე მგონია, რომ პირველი არხის ხალხისთვის დაბრუნება უნდა მოხდეს, არა ასე მისვლით და მერე უკან წამოსვლით, არამედ მისი აღებით. მაგ ხალხს შეუძლია, დროებით მართოს ეგ ტელევიზია. სტრატეგიული შეცდომაა ამის არგაკეთება“, – წერს თუთბერიძე ფეისბუქზე, ერთ-ერთი პოსტის კომენტარში.