ლევან მაჭავარიანი: აქციაში მონაწილე ის რადიკალური ნაწილი, რომლებიც სამწუხაროდ მრავლად არიან დიდ აგრესიაზე გადადიან და ვანდალიზმს ჩადიან
“ქართული ოცნების” წევრი ლევან მაჭავარიანი თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმაურება.
“აქციაში მონაწილე ის რადიკალური ნაწილი, რომლებიც სამწუხაროდ მრავლად არიან დიდ აგრესიაზე გადადიან და ვანდალიზმს ჩადიან. მოვუწოდებ ყველა იმ გულანთებულ ადამიანს, რომელიც ნამდვილად გულწრფელი პროტესტისთვის არის იქ მისული, როგორც კი ნახავთ მსგავს ქმედებებს მაშინვე გაეცალეთ იმ ტერიტორიას. არსებობს არაერთი ფაქტი, როგორ აზიანებენ აქციის მონაწილეები სხვადასხვა შენობებს და ამის ვიდეოებიც არსებობს ,“- აცხადებს მაჭავარიანი.