“სალომე ზურაბიშვილიც აპირებს, ისევ ბავშვები აიფაროს და როგორმე შეინარჩუნოს პრეზიდენტის პოსტი” – ბოჟაძე

“სალომე ზურაბიშვილიც აპირებს, რომ ისევ ბავშვები აიფაროს და როგორმე დარჩეს და შეინარჩუნოს პრეზიდენტის პოსტი”, – ამის შესახებ „ქრონიკასთან“ საუბრისას „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.

„[აქციის მონაწილეები] შლიან სასწავლო პროცესს, სთხოვენ ბავშვებს მიატოვონ სწავლა, გამოვიდნენ მიტინგებზე, მერე როგორც ჩანს, ავალებენ ბავშვებს, რომ ქვები ისროლონ, „მოლოტოვის კოქტეილები“. არ მინდა მძიმე შეფასება გავაკეთო, მაგრამ გვახსოვს როგორ იქცეოდა 1945 წლის აპრილში ჰიტლერი ბერლინში, როგორ აიფარა ბავშვები და ახლა გამოჩნდა, რომ სალომე ზურაბიშვილიც აპირებს, რომ ისევ ბავშვები აიფაროს და როგორმე დარჩეს და შეინარჩუნოს პრეზიდენტის პოსტი“, – აღნიშნა ბოჟაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები