“მიუღებელია ძალადობის ის ფაქტები, რომლებიც ვიხილეთ ე.წ. მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მხრიდან“ – ვლადიმერ ბოჟაძე
“ძალადობის ფაქტები, რომლებიც ჩვენ ვიხილეთ, რა თქმა უნდა, მიუღებელია საზოგადოებისთვის, მიუღებელია განსაკუთრებით სამოქალაქო აქტივისტების მხრიდან, ე.წ. მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მხრიდან, როდესაც ცოცხლად დაწვას უპირებდნენ ჩვენს პოლიციელებს, ესროდნენ სხვადასხვა აკრძალულ ნივთს, ქვებს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, ვლადიმერ ბოჟაძე აცხადებს.
ის ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმაურება.
“იყო გარკვეული გადაცდომები, რომლებიც ასევე მიუღებელია – ამაზე, იცით, რომ დაწყებულია შესაბამისი გამოძიება და მიღებული იქნება შესაბამისი ზომები. არანაირი რესურსი მათ რევოლუციის თუ “მაიდანის“ მოწყობის არც არასდროს ჰქონდათ და არც მომავალში ექნებათ”, – აღნიშნა ბოჟაძემ.