მაია ბითაძე – საპროტესტო აქციებზე: ჩვენ ვხედავთ „ნაცმაიდნის“ მოწყობის მილევად პროცესს

,,ქართული ოცნების” დეპუტატი, მაია ბითაძე ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმაურება.

„ჩვენ ვხედავთ „ნაცმაიდნის“ მოწყობის მილევად პროცესს. რადიკალური ჯგუფების ძალადობრივი ქმედებები კიდევ ერთხელ თვალნათლივ გვანახებს თუ რა იყო ჩვენი რადიკალური ოპოზიციის მთავარი მიზანი ქვეყანაში – ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა და ყველანაირი ძალადობრივი მექანიზმის ამოქმედება, რასაც ისინი წლების განმავლობაში ახორციელებდნენ და ახლაც ახორციელებენ, იქნება ეს ტელევიზიებში შეჭრა, თუ ადამიანების ბულინგი, თუ არასრულწლოვანების და ახალგაზრდების გამოყენება იმისთვის, რომ საკუთარ ბინძურ მიზნებს მიაღწიონ. შეიძლება ითქვას, რომ ეს მათი ბოლო გაფართხალებაა“, – აღნიშნა ბითაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები