„აქციებში მონაწილეობა არ უნდა იყოს დაკავშირებული ჯანმრთელობის დაზიანების რისკთან” – სახალხო დამცველი
„აქციებში მონაწილეობა არ უნდა იყოს დაკავშირებული ჯანმრთელობის დაზიანების რისკთან”, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა “ტვ იმედის” პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა.
“პოლიციელებმა, რომელთაც თავის უფლებამოსილებას გადაამეტეს და არაპროპორციული ძალა გამოიყენეს, აუცილებლად უნდა აგონ პასუხი კანონის წინაშე”, – აღნიშნა იოსელიანმა.