მაია ბითაძე: ვუსურვებ მთელ საქართველოს, რომ დასრულდეს ეს „ომობანას“ თამაში, რომელსაც დანის პირზე გავყავართ

ყველას მშვიდობას გისურვებთ და ვუსურვებ მთელ საქართველოს, რომ დასრულდეს ეს „ომობანას“ თამაში, რომელსაც დანის პირზე გავყავართ, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ თბილისში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას განაცხადა

„ყოველდღიურად და ყოველწუთიერად საფრთხის წინაშე ვართ, რომ ვინმეს რაიმე არ დაუზიანდეს. დამიზნებით ჟურნალისტის დაზიანება [პიროტექნიკის სროლით] თუ ყველა ის ფაქტი, რომელიც დაფიქსირდა, ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ ეს ადამიანები, რომლებიც ამ აგრესიას ახლა ახორციელებენ, არ არიან პროტესტანტები, ისინი არიან ჩაბმული ამ ძალადობრივ ქმედებაში, რომლის მიზანი, მათი აზრით, უნდა ყოფილიყო ხელისუფლების დამხობა და „მაიდნის“ სცენარი გამეორება, რაც უკვე მათთვისაც გასაგებია, რომ შეუძლებელია“, – აღნიშნა ბითაძემ.

მისი შეფასებით, აგრესია გადაიზარდა ისეთ რამეში, რის დიდ ხანს გაგრძელება შეუძლებელი და აუტანელი იქნება მთელი მოსახლეობისთვის.

„რომ არაფერი ვთქვა იმ ემოციებზე, რომელიც თითოეულ ჩვენგანში აღიძვრება ამ კადრების ყურებით. ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, თუ რა აქვს გავლილი თბილისს და რა მოვლენები ვითარდებოდა ძმათა მკვლელი ომის დროს ამ ქუჩებზე. სწორედ ეს არის ის მთავარი მეხსიერება, რომელიც საქართველოს მოქალაქეს ახსენებს იმას, თუ როგორ ფრთხილად უნდა იყოს“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები