სამხრეთ კორეის პარლამენტმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გაუქმებას მხარი დაუჭირა

სამხრეთ კორეის პარლამენტმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გაუქმებას დაუჭირა მხარი. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

შესაბამის გადაწყვეტილებას სამხრეთ კორეის საკანონმდებლო ორგანოში შეკრებილმა 190-ვე დეპუტატმა მისცა ხმა.

მანამდე სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, იუნ სოკ იოლმა ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა.

მისი თქმით, მას სხვა არჩევანი არ ჰქონდა, რადგან ოპოზიციურმა პარტიებმა საპარლამენტო პროცესი მძევლად აიყვანეს, რათა ქვეყანა კრიზისში ჩაეგდოთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები