ვედანტ პატელი: ყველა მხარეს მოვუწოდებთ, რომ უზრუნველყონ საპროტესტო აქციების მშვიდობიანი ხასიათი
ჩვენ ქართველი დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციის მიერ ძალის გადამეტებულ გამოყენებას ვგმობთ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, შეერთებული შტატები ყველა მხარეს მოუწოდებს, რომ უზრუნველყონ საპროტესტო აქციების მშვიდობიანი ხასიათი.
„ჩვენ ქართველი დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციის მიერ ძალის გადამეტებულ გამოყენებას ვგმობთ. ისინი ცდილობენ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება გამოიყენონ, მათ შორის მშვიდობიანი პროტესტის შესაძლებლობა. აშშ ჟურნალისტების დაკავებისა და მათზე თავდასხმის შესახებ ცნობებით ღრმად შეშფოთებულია, გვჯერა, რომ თავისუფალი პრესა დემოკრატიული სისტემის ქვაკუთხედს წარმოადგენს. ჩვენ ყველა მხარეს მოვუწოდებთ, რომ საპროტესტო აქციების მშვიდობიანი ხასიათი უზრუნველყონ და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები მკაცრად დაიცვას“, – განაცხადა ვედანტ პატელმა.