„ერთი ეგ გადამტვრევა და მორჩა“ – ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ გეგმავენ აქციის მონაწილეები პოლიციელებზე თავდასხმას

ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ გეგმავენ აქციის მონაწილეები პოლიციელებზე თავდასხმას.

„- ჩაჭრეს ყველა გზა რა… და თან, მაგასთან ერთად რაღაცა ისეთი გვინდა… (არ ისმის)

– ორი კაცი გუშინ ვუყურებდით (არ ისმის) ოფისია და ესენი რომ გამოიყვანეს კამერა ჩავრთე ტელეფონში და ჩანს რა, 30 კაცი შევიდა,

– ხო, და მანდ დახვედრა არის იდეა?

– არა, მანდ დახვედრა არა, ნახე – ესენი რომ გამოდიან, გრიბოედოვზე ხო უნდა ამოხვიდე, გამოიქცევიან გრიბოედოვზე და იქ იქნება 50-100 კაცით ბიტებით, ერთი ეგ გადამტვრევა და მორჩა!! (არ ისმის)

– კაროჩე, სულ არის 300 ეგეთი მორბენალი სპეცრაზმელი (არ ისმის). მაგათ ეშინიათ ყველაზე მაგრად იდენტიფიცირების, მეტი არაფრის არ ეშინიათ. ძალადობა ჩვენი მხრიდან არის მივარდნა და შენ მაგას ჩაფხუტს რომ მოაძრობ გამო*ლევდება, სახეზე ხედავ

– აი, მაქამდე თუ მივედი მაგაზე მე ვერ ვაგებ პასუხს, რომ ჩამსვან… შეიძლება მართალია მარა… იქამდე რომ მიდიხარ, რომ ტიპი მოდის მოსაკლავად. რა ვიცი… ნუ მორჩა, იმენა, შეიძლება მოკლა

– ნუ სწორი ეგ არი… (არ ისმის)… უნდა ჩაარტყა რა…“, – ისმის ვიდეოში.

შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მოქალაქეების პროტესტი მთავრობის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები