კონგოში უცნობი დაავადებით 140-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

კონგოში გაურკვეველ დაავადებას ებრძვიან. ინფექცია, რომელსაც თან ახლავს გრიპის მსგავსი სიმპტომები, მათ შორის ცხელება და ძლიერი თავის ტკივილი, აინფიცირებს ძირითადად ქალებსა და ბავშვებს.

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე პროვინცია კვანგოში, 140-ზე მეტი ადამიანი უცნობი დაავადებით გარდაიცვალა,- ამის შესახებ Reuters-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, დაავადება, რომელსაც თან ახლავს გრიპის მსგავსი სიმპტომები, მათ შორის ცხელება და ძლიერი თავის ტკივილი, ძირითადად ქალებსა და ბავშვებს აინფიცირებს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ქვეყნის რეგიონში უკვე გააგზავნა მედიკოსები, რათა მათ დაავადების ნიმუშები შემდგომი კვლევებისთვის შეაგროვონ.

ადგილზე მობილიზებულია სამედიცინო ჯგუფი, რომელიც ინფიცირებულებს დაეხმარება და დაავადების იდენტიფიცირებას ეცდება.

კონგოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი, სეფორიენ მანზანზა აცხადებს, რომ სიტუაცია სერიოზულია, რადგან დაინფიცირებული ადამიანების რიცხვი თანდათან იზრდება.

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებამ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას (WHO) დაავადების შესახებ არსებული ვითარება აცნობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები