მამუკა მდინარაძე: ღირსებით, ტრადიციებით და ქართული ხასიათით ევროპაში

“ღირსებით, ტრადიციებით და ქართული ხასიათით ევროპაში”,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ქვეყანა იქნება დისტრიბუტორი თავისი სწორი, კონსერვატიული, ტრადიციული ღირებულების და ამით გამდიდრდება ევროპა.

“ჩვენ ვიქნებით დისტრიბუტორები ამ მიდგომის, პრინციპულობის და ჩემი აზრით, ევროპას ბეჭებზე კი არ დავაწვებით შესანახად და აქეთ რაღაცების გადამისამართებისთვის კი არ იქნება გამოყენებული ჩვენი ქვეყანა, არამედ ეს ქვეყანა იქნება დისტრიბუტორი თავისი სწორი, კონსერვატიული, ტრადიციული ღირებულების და ამით გავამდიდრებთ ევროპასა და ევროპელებს.

ჩვენ ისეთ ევროპასა და ამერიკასთან მეგობრობა და მჭიდრო თანამშრომლობა გვინდა, რომელიც კი არ გვამუნათებს და გვეჭიდავება მისი რომელიმე ბიუროკრატი იმის გამო, რომ სკოლებში არ ვუშვებთ ლგბტ პროპაგანდას, არამედ პირიქით, მოგვიწონებს ამ საქციელს და იგივე აზრზე იქნება. ეს არის ჩვენთვის ყველაზე ფასეული, ღირებული. ამიტომ ვლაპარაკობთ ღირსებით, ევროპაში. შემიძლია ძალიან მოკლე მესიჯი გავახმოვანო ევროპელებისთვის და ყველასთვის, გახსნან – ვაწერთ, შანტაჟის გარეშე, ღირსებით ევროპაში. ეს არის ჩვენი მთავარი სათქმელი ყველაზე მოკლედ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები