“ამ აქციებს ხელმძღვანელობს, სპონტანურად, თავისი მოქმედებებით 300 – 400 ადამიანი, რომლებიც, როგორც ჩანს, კარგად არიან დატრენინგებულები” – მამუკა მდინარაძე

“მე შემიძლია, გითხრათ, რომ ამ აქციებს ხელმძღვანელობს, სპონტანურად, თავისი მოქმედებებით 300 – 400 ადამიანი, რომლებიც როგორც ჩანს კარგად არიან დატრენინგებულები. ჩვენ გვახსოვს კანვასის ტრენინგები, აკერმანის სახელმძღვანელო და ა.შ და ეს 300 – 400 ადამიანი, მოძალადე, ორკი არის ყველაფრის თავი და თავი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ოთხი დღის წინ, შეკრების დროიდან დაახლოებით ნახევარ საათში თუ იყო შვიდი – რვა ათასი ადამიანი, მეორე დღეს იყო სამი-ოთხი ათასი ადამიანი, მესამე დღეს ორი ათასი და გუშინ იყო დაახლოებით 400-მდე ადამიანი და როგორც კი შეხედეს რომ ერთი და იგივე დროს ხალხის რაოდენობა მცირდებოდა, აღარაფერს დაელოდნენ და დაიწყეს ძალადობა შეუმჩნევლად.

სადაც კი კამერა თვალს არ მოხვდებოდა იმ წუთასვე იქ იყვნენ უფრო აგრესიულები, თუმცა მაინც კამერებმა დააფიქსირეს, მათ შრის იარაღიანი ადამიანი დავარდნილ იარაღს რომ იღებს. სავარაუდოდ იარაღი ფიქსირდება ამ ადამიანების მიერ.

გუშინ ყველაზე მეტად რაც იყო საშიში, წინა დღეებისგან განსხვავებით იყო ნაკლები ფეიერვერკი და მეტი აგრესია და პარლამენტის შენობაში დიზელის და სხვადასხვა აალებადი ნივთიერებების გადასროლა ბუშტებით და მსგავსი მეთოდებით. შემდეგ ფეიერვერკების სროლა.

იქ რომ დროულად წყალი არ დაასხა, ერთმა ნაპერწკალმა შეიძლება გადაწვას მთელი პარლამენტი და ამობუგოს შიგნით დარჩენილი აპარატის თანამშრომლები. მშვიდობიანი მიტინგი იყოო და რატომ დაიწყეს ადრე დაშლაო. შიგნით ასხამენ დიზელს, ბენზინს და სხვადასხვა აალებად ნივთიერებებს, მერე ესვრიან ფეიერვერკებს და რომ ვერ მოასწრონ წყლის დასხმა გადაიწვება. იქაურობა“, – აღნიშნა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები