მიხეილ სააკაშვილი: უფრო მეტი აქტიურობა ქუჩაში და სოციალურ ქსელებში

“ჩემი აზრით ის რომ გამოსულთა უმრავლესობა ახალგაზრდობაა იმის შედეგიც არის რომ ისინი არ უყურებენ ტელევიზორს და მით უმეტეს “იმედს”,- ამის შესახებ საქართველოს მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“გაოგნებული ვარ იმით, რომ გუშინ დედაჩემს ერთი მისი ნაცნობი დიდი ხანი უმტკიცებდა რომ, “პოლიციის” ქმედება გამართლებულია და ძირითად არგუმენტად მოჰყავდა “კაბელზე ცეცხლის წაკიდება.”

გიორგი ვაშაძე აბსოლუტურად მართალია, როცა მუდმივად ხაზს უსვამს რუსული პროპაგანდის დამანგრეველ მომწამვლელ ეფექტს.

ამ საწამლავის ერთადერთი ანტიდოტია უფრო მეტი აქტიურობა ქუჩაში და სოციალურ ქსელებში და ახსნა განმარტებითი სამუშაო სამეზობლოებში, აუდიტორიებში, სამსახურებში”,- წერს სააკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები