“ინფორმაცია, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა პროტესტის ნიშნად დატოვა „ქართული ოცნება“, სიმართლეს არ შეესაბამება” – ალექსანდრე თამაზაშვილი
დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ,
ირაკლი ღარიბაშვილმა პარტია პროტესტის ნიშნად დატოვა, მისი ოჯახის წევრი, ალექსანდრე თამაზაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“გავრცელებული ინფორმაცია, რომ ირაკლიმ პროტესტის ნიშნად დატოვა „ქართული ოცნება“, სიმართლეს არ შეესაბამება”, – წერს თამაზაშვილი.