“მოლაპარაკების კარის გახსნა-არ გახსნის საკითხი ჩვენთვის დაუშვებელია, რომ შანტაჟის მექანიზმად გამოიყენებოდეს” – იონათამიშვილი

“მოლაპარაკების კარის გახსნა-არ გახსნის საკითხი ჩვენთვის დაუშვებელია, რომ შანტაჟის მექანიზმად გამოიყენებოდეს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, რატი იონათამიშვილმა “დღის კურიერში” ისაუბრა.

“პირველ რიგში, ეს ვნებს ჩვენს საზოგადოებაში იმ განწყობებს, რომელიც ჩვენთვის ძვირფასი და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს საზოგადოებას გააჩნდეს და ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება სწორედაც, რომ ევროინტეგრაციის საკითხი არის.

ახლა მეორე, როდესაც საუბარი იყო პარტნიორობის შეჩერებასთან ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაკავშირებით, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს გადაწყვეტილება გადაიხედება სწორედ მაშინ, როდესაც სულ ცოტა ხანში ადმინისტრაცია შეიცვლება ვაშინგტონში და ეს გადაწყვეტილება იყო ერთ-ერთი იმ გადაწყვეტილებათაგანი, რომელიც სურს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ მძიმე მემკვიდრეობად დაუტოვოს ტრამპის ადმინისტრაციას. სხვათა შორის ამის მინიშნებები უკვე არსებობს და ძალიან საინტერესოა, რომ სწორედ ორი მიმართულებით იყო ამის მინიშნებები”, – განმარტა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები